21:52 - 13 Oct, 2026
|
2020-10-06 14:23:36, 622 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხოს
არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხოს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბრალდებას საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის თაობაზე. მისი თქმით, არსებობს წესები და კანონები, რომელიც უნდა დაიცვას ყველამ. „საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, კამპანია ჩაატაროს ყოველგვარი პრობლემის გარეშე. აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ შეხვდნენ საზოგადოებას, შეხვდნენ ხალხს, გააცნონ თავიანთი ხედვები, მოსაზრებები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. არავინ ხელს არ უშლის. არსებობს კანონები, არსებობს წესები, რომელიც უნდა დაიცვას ყველამ და არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვენეციის კომისია პარტიების აკრძალვაზე: შესაძლოა ძირეულად შეარყიოს კონსტიტუციური წესრიგი
ვენეციის კომისია "გრანტების კანონზე" - ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს
ადვოკატი: გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)