2020-10-03 17:10:47, 631 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე მარნეულის ინციდენტზე - მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რადგან ეს „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს
მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რადგან „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „პროვოკაციები აზიანებს პროცესსაც“.
„იმ ბოლო პროვოკაციას, რომელზეც სამწუხაროდ ჩვენი აქტივისტები და შტაბის წევრები წამოეგნენ, შედეგად მოჰყვა კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რადგან ეს პროცესს აზიანებს და „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, ამასთანავე, მას მოჰყვება პასუხისმგებლობა, რადგან ძალადობას არაფერი ამართლებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან