|
2020-10-03 12:11:44, 555 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების შემდგომი ესკალაცია ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთლიან რეგიონზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების შემდგომი ესკალაცია ძალიან ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთლიან რეგიონზე. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობასა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, მაქსიმალურად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა ვითარების დეესაკალაცისთვის. „მოგეხსენებათ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების შედეგად შექმნილია უაღრესად ცუდი ვითარება. სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების გამო ვერ ხერხდება დიალოგის განახლება. ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. კვლაც მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს, მაქსიმალურად გამოიყენონ თავის შესაძლებლობები დეესკალაციის მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და მომავალშიც ვიმოქმედებთ ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე და საქართველო ყოველთვის იყო და არის ერთგული ჩვენი ვალდებულებების, როგორც ჩვენი მეზობლების მიმართ, ისე საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე გადადგა მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით გახლდათ ის, რომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ. ჩვენ მუდმივად ვართ მათთან კონტაქტზე და ყველა ქმედების შესახებ, რაც არის მიღებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ისინი იყვნენ ინფორმირებულები. რაც შეეხება ნებისმიერი სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით ქართული მხარე სრულიად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და ჩვენ ვიქნებით მომავალშიც ერთგული ამ საერთაშორისო ვალდებულების“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)