|
2015-09-17 15:00:24, 877 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ კიდევ ერთი საჩუქარი რაგბის გულშემატკივრებს
ხვალ, 18 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში რაგბის მსოფლიო თასი იწყება. რაგბის კავშირისა და „ვითიბი ბანკის“ ინიციატივით, ქართველ გულშემატკივრებს შესაძლებლობა აქვთ, თვალი ადევნოს ჩემპიონატის შეხვედრებს საქომაგო კლუბებიდან, რომელიც თბილისში, ბათუმში და ქუთაისში იქნება განთავსებული. საქართველოს ნაკრების თამაშების დროს, საქომაგო კლუბში მისული გულშემატკივრები მონაწილეობას მიიღებენ, დამატებით აქტივობებში და სხვადსხვა კონკურსში. გათამაშდება ბორჯღალოსნების მაისურები, ნაკრების წევრების მიერ ხელმოწერილი რაგბის ბურთები და სხვა პრიზები. გულშემატკივრებს უამრავი სიურპრიზი დახვდებათ და გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები. თბილისში საქომაგო კლუბები განთავსდება: ლუდის რესტორანში „ვარშტაინერი“- ცინცაძეს (ყოფილი საბურთალოს) ქუჩა #12; კუს ტბაზე - კაფე „კუს ტბა“. ქუთაისში: რესტორანი „პალატი“ - პუშკინის ქუჩა #1 ბათუმში: რესტორანი „ლიზარრან“ -ი, გამსახურდიას ქუჩა #8/10 მსოფლიო თასი 18 სექტემბერიდან 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს: 19 სექტ, შაბათი, - ტონგა - საქართველო 15:00 25 სექტემბერი, პარასკევი, არგენტინა - საქართველო, 19:45 2 ოქტომბერი, პარასკევი, ახალი ზელანდია - საქართველო, 23:00 7 ოქტომბერი, ოთხშაბათი, ნამიბია - საქართველო, 23:00 ერთად ვუგულშემატკივროთ ბორჯღალოსნებს! #მევარმე16
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)