05:42 - 31 Jul, 2026
|
2015-09-17 12:47:49, 3802 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის 13 ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ნიშნები განთავსდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 13 ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ნიშნები განთავსდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით სოფლებში: ხეცერა, ნარაზენი, ჯუმი,ახალსოფელი, უჩაშონა, ოფაჩხაფუ, შამგონა, კახათი , კოკი, ხურჩა, ცვანე, დავითიანსა და განმუხურში ადმინისტრაციული საზღვრის აღმნიშვნელი და საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის სხვადასხვა გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნები დაიდგა. გამგეობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ერთეულის, შიდა გზებზე მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით საგზაო ნიშნებს ეტაპობრივად განათავსებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)