17:03 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-28 11:41:35, 590 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთად ვაქცევთ ქუთაისს შესაძლებლობების ქალაქად, რომლის წარმატებითაც ასევე ერთად ვიამაყებთ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ავტოქარხნის ადმინისტრაციულ  ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ. 

იოსებ ხახალეიშვილმა  მერიის მიერ ავტოქარხნის  მუნიციპალიტეტში ჩატარებულ და მიმდინარე სამუშაოებზე  ისაუბრა, მათ შორისაა: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სკვერების და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კულტურულ-სახელოვნებო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების რებილიტაცია და ა. შ. 

შეხვედრაზე კანდიდატები ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ გამოწვევებს გაეცნენ და ადგილობრივების  მოსაზრებები მოისმინეს.

„იმისათვის, რომ სწორად განვსაზღვროთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და პრობლემების  ზუსტი იდენტიფიცირება მოვახდინოთ, თითოეულ მოქალაქეს ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ. მათ აქვთ გარკვეული ხედვები ამა თუ იმ პრობლემის  მოგვარებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ თითოეული თანაქალაქელის რაციონალური რჩევა და გონივრული მოსაზრება უნდა გაითვალისწინოს ქალაქის მერმა. მახარებს, რომ ჩემს ქალაქში ძალიან ბევრი ჭკვიანი და დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ ერთად  ვაქცევთ ქუთაისს შესაძლებლობების ქალაქად, რომლის წარმატებითაც ასევე ერთად ვიამაყებთ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics