2020-09-27 11:25:35, 606 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია
“ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია” , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ლარის ეს მდგომარებოა გლობალური კრიზისის ბრალია.
„ყველას ძალიან კარგად გვესმის და პირველ რიგში მე ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი. ჩვენ ქვეყანაში ლარი კურსი არის სოციალური ფაქტორიც, ეს ძალიან კარგად გვესმის, გათვითცნობიერებული გვაქვს.
რა თქმა უნდა, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია, რადგან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კრიზისია, საქართველო მაკროეკონომიკურად, ასე თუ ისე, ნორმალურ პარამეტრებში ვართ“ , - განაცხადა გახარიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,