2020-09-26 13:18:35, 512 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა: „ნაცმოძრაობა“ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „გირჩთან“ დაპირისპირება არ არსებობს.
ბოკუჩავამ განმარტა, რომ „ნაცმოძრაობა“დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს.
„არ არსებობს დაპირისპირება. შეიძლება იყოს მწვავე დისკუსია და მწვავე მსჯელობა იმიტომ, რომ ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება. ჩემი აზრით, ეს არის ნორმალური. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ამ არჩევნებში შევდივართ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ამ არჩევნებში შევდივართ იმისთვის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს და შემდეგ მოახდინოს დემოკრატიული მთავრობის ფორმირება, რომელიც ჩაანაცვლებს ბიძინა ივანიშვილის რვაწლიან რეჟიმს, რომელმაც სიღატაკის გარდა არაფერი მოუტანა ქვეყანას”, - განაცხადა ბოკუჩავამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან