2020-09-25 15:16:45, 877 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბოდიშის მოხდას არ აპირებს
„გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მას არსად უთქვამ, რომ „ნაციონალური მოძროაბის“ მხარდამჭერბის ხმები არ აინტერესებს.
„არაფერი საბოდიშო არ მითქვამს. რაც შეეხება იმას, მაინტერესებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხმები. მე არსად მითქვამს, რომ არ მაინტერესებს, მე რაც ვთქვი იყო ის, რომ სალომე სამადაშვილმა იმ გადაცემაში საკითხი დააყენა ასე, რომ მე თავი უნდა დავანებო სიმართლის საუბარს, თუ მე მინდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხმები მივიღო, რაზეც ჩემი პასუხი იყო, რომ ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ნებისმიერი ხმები“, - აცხადებს ჯაფარიძე.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან