16:11 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 11:24:19, 520 ნახვა

პოლიტიკა
რესან კონცელიძე ტიტე აროშიძესთან ერთად, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატ ტიტე აროშიძესთან ერთად, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, მათი ხელისუფლების პირობებში, ამ ქუჩებზე რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების ბათუმის სარაგბო კომპლექსი, რომელიც რამდენიმე წლის წინ აშენდა ფონდი „ქართუს" დაფინანსებით. აგრეთვე, მრავალფუნქციური სპორტული კომლექსი, რომლის მშენებლობაც დასკვნით ეტაპზეა. სპორტული ობიექტი 23 000 კვ მეტრზე მოეწყობა და ის 3400 მაყურებელზე იქნება გათვლილი. კომპლექსში სხვადასხვა სპორტული სახეობები დაიწყებს ფუნქციონირებას. ეს პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში როგორც სპორტული ტურიზმის განვითარებას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. მშობლიური ქალაქის მნიშვნელოვანი შენაძენი, დამატებით ახალ სიცოცხლესა და დატვირთვას შესძენს სრულიად რეგიონს.

„ჩვენი ყოველდღიური ურთიერთკომუნიკაცია მოსახლეობასთან არ წყდება.  ვისმენთ მათ რჩევებს, მოსაზრებებს. თუმცა, მათი მხრიდან, იკვეთება რიგი პრობლემური საკითხები და გამოწვევები, რომლის მოგვარებასაც ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, მათი გათვალისწინება კიდევ უფრო დაგვეხმარება ჩვენი ქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვის პროცესში",- განაცხადა რესან კონცელიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics