|
2015-09-16 09:43:37, 583 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიის მიერ გამოცემული წიგნის „საპოლიციო სამართალი“ პრეზენტაცია მოეწყო
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, შსს-ს აკადემიის მიერ გამოცემული წიგნის „საპოლიციო სამართალი“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ბაძაღუა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები დაესწრნენ. წიგნის ავტორები არიან: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია, შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს აკადემიის პრორექტორი სოფიო კილაძე, შსს-ს აკადემიის სამართლის სკოლის უფროსი პაატა ტურავა, შსს-ს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი დავით მუზაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერაია, შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს განყოფილების უფროსი ქეთევან გიორგიშვილი. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა წიგნის რედაქტორი და თანაავტორი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია, რომელმაც საპოლიციო სამართლის სფეროში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის მიღებამ, რომელიც 2014 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა, შესაძლებელი გახადა თანამედროვე ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ინსტიტუტების ქართულ საპოლიციო სამართალში დანერგვა. სწორედ საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ ქმნის პოლიციური ღონისძიების ლეგიტიმაციის მყარ სამართლებრივ საფუძვლებს. ლევან იზორიას თქმით, წიგნის მიზანია საპოლიციო სამართლის, როგორც სასწავლო დისციპლინის ჩამოყალიბება, შესაბამისად, კვალიფიციური პოლიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა. „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემდეგ, „საპოლიციო სამართალი“ წარმოადგენს პირველ სახელმძღვანელოს, რომელიც კანონის განმარტებას და პოლიციელთათვის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. წიგნში კანონის დებულებები განმარტებულია პრაქტიკული მაგალითების, ილუსტრაციებისა და სამეცნიერო მეთოდოლოგიის გამოყენებით. სახელმძღვანელოში პოლიციელის მხრიდან სამართალდარღვევაზე რეაგირების ფორმები პრევენციული ღონისძიებებისაგან მკაფიოდ არის გამიჯნული. გარდა პრევენციული ღონისძიებების განმარტებებისა, წიგნში ასევე აღწერილია იძულების ღონისძიებების მეთოდები, სპეციალური საპოლიციო საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენების ტექნიკა. წიგნი „საპოლიციო სამართალი“ გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ დანაყოფს, რომელიც თავისი პრაქტიკული საქმიანობის დროს იყენებს „პოლიციის შესახებ“ კანონს, ასევე, გამოყენებული იქნება სახელმძღვანელოს სახით შსს-ს აკადემიაში, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)