|
2020-09-11 16:18:32, 2511 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე - არათუ რამის გამოსწორებას ჰპირდება „ქართული ოცნება“ ხალხს, არამედ თამამად აცხადებს, რომ იგივეს გააგრძელებს მომავალი წლების განმავლობაში
არათუ რამის გამოსწორებას პირდება „ქართული ოცნება“ ხალხს, არამედ თამამად აცხადებს, რომ იგივეს გააგრძელებს მომავალი წლების განმავლობაში, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პარტიულ სიას. მისი თქმით, ამ სიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აცნობიერებს, თუ რამხელა ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა და იმის მაგივრად, რომ სიტუაციის გამოსწორება სცადოს, თამამად აცხადებს, რომ იგივე პოლიტიკას გაატარებს მომავალში. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ამ ყველაფერს გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება, რომელსაც 31 ოქტომბერი მოიტანს. „გუშინდელი პრეზენტაციის ფორმამაც, შინაარსმაც და სიამაც კარგად აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აცნობიერებს რამხელა ეკონომიკურ კრიზისშია შესული ქვეყანა. არათუ რამის გამოსწორებას პირდება „ქართული ოცნება“ ხალხს, არამედ თამამად აცხადებს, რომ იგივეს გააგრძელებს მომავალი წლების განმავლობაში. ამიტომ, თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც საკუთარ ოჯახებზე გრძნობს იმას, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, გრძნობს იმ უმძიმეს ეკონომიკრ და სოციალირ კრიზისს, რომელშიც დღეს არის ჩვენი საზოგადოება, თითოეწული ასეთი ადამიანისთვის, ერთადერთი შანსი არის არჩევნები, არჩევნებზე მისვლა და ევროპული საქართველოს სახით იმ გუნდის არჩევა, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან და წაიყვანს წინ უკეთესი მომავლისკენ“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა. პარტიის სიაში როგორც ძველი, ასევე ახალი სახეებიც არიან. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, აღნიშნული თანამდებობისთვის მმართველი გუნდიდან მოქმედი პრემიერი, გიორგი გახარია იბრძოლებს.
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)