11:22 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 16:40:43, 615 ნახვა

საზოგადოება
თამარ სანიკიძე: მასწავლებლების საშუალო ხელფასი, საქართველოში არსებული საშუალო ხელფასის შესაბამისი იქნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, 2015-2016   სასწავლო წელს პედაგოგებს  ხელფასის მატება ორჯერადად მოუწევთ.
მისივე განმარტებით, პედაგოგების საბაზო ხელფასი დაახლოებით 30% -ით გაიზრდება,  ხოლო კატეგორიების დამატება- 180-250 და 300 ლარით.
„სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა იწყება. შეიქმნა სისტემა, რომელიც მთლიანად არეგულირებს პედაგოგიკისა და პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს არის საუნივერსიტეტო პროგრამიდან დაწყებული პროფესიაში შესვლა, არსებული მასწავლებლების პროფესიული განვითარება და შეფასების სისტემა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო სახელფასო პოლიტიკას არეგულირებს. აქედან გამომდინარე, სექტემბრიდან ამოქმედდება თემა და სახელფასო ნაწილი. ამ ახალ სასწავლო წელს პედაგოგებს ორჯერადად მოუწევს ხელფასის მატება. დაახლოებით 34% -ით გაიზრდაება საბზაო ხელფასი, ხოლო კატეგორიების დამატება დაახლოებით 180-250 და 300 ლარით. 2016 წლის აპრილში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებლების საშუალო ხელფასი, საქართველოში არსებული საშუალო ხელფასის შესაბამისი იქნება“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics