|
2026-05-05 11:02:53, 1972 ნახვა
პოლიტიკა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
საქართველო ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს. „ფორმულას“ კვიპროსის თავმჯდომარეობის პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ საუბარია ნიქოზიაში 10-11 მაისს დაგეგმილ ევროპულ საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ მინისტერიალს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და პოტენციური ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებიან, „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრების სიაში ვერ მოხვდა. საქართველოს მთავრობის კურსის გამო, რომელიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, ქვეყნის გაწევრიანების პროცესი 2024 წელს დე ფაქტო შეჩერდა. შესაბამისად, წინა პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველო არ მიიწვიეს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუ ხელისუფლება ამჟამინდელ კურსს შეცვლის. ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა კვიპროსია. „საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გათვალისწინებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს, საქართველოს გაწევრიანების პროცესი 2024 წელს დე ფაქტო შეჩერდა. შესაბამისად, წინა თავმჯდომარეობების პრაქტიკის შესაბამისად, საქართველო არ ყოფილა მიწვეული. ამავდროულად, გვსურს შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა მკაფიოდ ხაზგასმით აღნიშნა კავშირის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის გზას გაწევრიანებისკენ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს“ — მისწერეს ფორმულას კვიპროსის თავმჯდომარეობის პრესსამსახურიდან
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)