|
2015-09-14 13:26:14, 659 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ ქობულეთში ახალი სკოლა გახსნა
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ახალ სასწავლო წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი სკოლა გახსნა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სკოლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. შენობა ორსართულიანია და გააჩნია შიდა სპორტული დარბაზი, 9 საკლასო ოთახით, კომპიუტერების ოთახი და ბიბლიოთეკა, ასევე დამხმარე სათავსოები. შენობაში დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემა და კეთილმოეწყო ეზო. აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო, საკლასო და სამასწავლებლო ოთახისთვის საჭირო ინვენტარით. 200 მოსწავლეზე გათვლილ, შშმ პირებზე ადაპტირებულ შენობაში ამ ეტაპზე 90 ბავშვი სწავლობს და 16 პედაგოგია დასაქმებული. სკოლაში დღეს 18 პირველკლასელმა დაიწყო სწავლა, ყველა მათგანს ბუკები გადაეცა. ახალი სასწავლო წლის დაწყება ცეცლხლაურის სკოლის მოსწავლეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გია თავამაიშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან ფატი ხალვაშთან ერთად მიულოცა: „მოსწავლეებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მშობლებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით ვულოცავ 4606 პირველკლასელს, რომლებმაც წელს პირველად შედგეს ფეხი სკოლაში. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ! თქვენ ჩვენი რეგიონის, ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ!“. წელს აჭარაში 229 საჯარო და 27კერძო სკოლა იფუნქციონირებს. 2015 წელს აშენდა 2 საჯარო სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 საჯარო სკოლას; მიმდინარებს 4 საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც დასრუდება 2016 წელს. ასევე, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 სკოლა-პანსიონს; მიმდინარეობს 7 სპორტულ დარბაზის რეაბილიტაცია.
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
კრემლმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიაში გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე
საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში 52 მილიონი დოლარით გაიზარდა
საქართველო და ნაურუ ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)