|
2020-08-27 10:22:22, 4333 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს 340 მეხანძრე-მაშველი ოფიცერი გახდა
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტში რიგითი შემადგენლობა ოფიცერი ხდება. 340 მეხანძრეს, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ოფიცრის პირველადი წოდება - უმცროსი ლეიტენანტი მიენიჭა. ასევე, 3000-მდე მეხანძრე-მაშველი, ვინც პოლიციის აკადემიაში სპეც კურსს გაივლის, საშუალება ექნება ოფიცერი გახდეს. ეს გადაწყვეტილება პირად თანამშრომლებს, მინისტრის მოადგილემ - იოსებ ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ მღებრიშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ - ლევან ღირსიაშვილმა გააცნეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 2020 წელს უკვე განხორციელებულ სიახლეებზე და პირად შემადგენლობას სამომავლო გეგმებიც გაეცნო. შეხვედრას ყველა სახანძრო-სამშველო განყოფილებიდან, სიმბოლურად, თითო წარმომადგენელი დაესწრო. მეხანძრე-მშველებმა აღნიშნეს, რომ ეს სიახლე დამატებითი სტიმული იქნება მათთვის და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ოფიცრის წოდებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ მეხანძრე -მაშველებმა ახალი სამხრეები მინისტრის მოადგილისგან მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)