|
2020-08-26 14:12:12, 4185 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანი შვილის სუიციდამდე მიყვანის მუხლით დაკავებულის მამა - მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი
ზესტაფონის საქალაქო სასამართლოში თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის საქმეზე ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე პროკურორი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, თავად ბრალდებული კი დანაშაულს არ აღიარებს. „მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ. მე და ჩემი ბიჭი ძმაკაცებივით ვიყავით. თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ, ისეთი თქვა პროკურორმა. რაც წერია, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს, არ ვიცი, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი. რა მაქვს დასამატებელი, თუ უნდა დახვრეტა მოითხოვოს. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია. უდედოდ გავზარდე, მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად. ჩემი ცხოვრება შრომაში ვარ“, - განაცხადა ბრალდებულმა ფრიდონ აბჟანდაძემ. შეგახსენებთ, რომ თერჯოლაში არასრულწლოვანი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, მამაკაცი 24 აგვისტოს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 2 მუხლით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)