11:39 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-22 21:23:51, 1769 ნახვა

სამართალი
მიხეილ რამიშვილი - თამარის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტები ძალიან იშვიათია, ავტომობილში ამ მედიკამენტების კვალი არ არის

„თამარის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტები ძალიან იშვიათია, ავტომობილში ამ მედიკამენტების კვალი არ არის“ , - ამის შესახებ რამიშვილმა პროკურატურაში გამომძიებლებთან შეხვედრამდე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობა გამორიცხულია.

„ბოთლს, რომელსაც ჩაუტარდა ქიმიური ექსპერტიზა აღმოჩენილია პრეპარატების წვეთები, რაც ნიშნავს, რომ ბოთლი გახსნილია და შიგნით არის მოთავსებული მედიკამენტი. თვითონ ეს პრეპარატი ძალიან იშვიათი მედიკამენტია, საერთოდ არ მოიძებნება და როგორც ჩანს, მოხდა მედიკამენტის ბოთლში გახსნა.

ყველაზე საინტერესოა, რომ თამუნას ორგანიზმში აღმოაჩნდა პრეპარატი, რომელსაც  ტოქსიკოლოგები  ჟარგონულად ეძახიან „კონტროლს“ , ის ადამიანს თიშავს. ავტომობილშიც კი არ არის აღმოჩენილი პრეპარატის შუშა ან რამე მსგავსი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არანაირ თვითმკველობაზე არ არის საუბარი“,  - ამის შესახებ რამიშვილმა პროკურატურაში გამომძიებლებთან შეხვედრამდე თქვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics