00:16 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 18:38:25, 2148 ნახვა

მსოფლიო
ბორის აკუნინი - პუტინმა უნდა ილოცოს, რომ ალექსეი ნავალნი გადარჩეს

„პუტინმა  უნდა ილოცოს, რომ ალექსეი ნავალნი გადარჩეს“, - ამის შესახებ ქართული წარმოშობის რუსმა მწერალმა, ბორის აკუნინმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნავალის სიკვდილის შემთხვევაში მოხდა უარესი, ვიდრე ანა პოლიტკოვსკაიასა და ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ მოხდა.

“ნოვო-ოგარიოვოს მკვიდრმა, პუტინმა უნდა ილოცოს, რომ ადამიანი, რომლის ხსენებისაც მას ყოველთვის ეშინოდა, გადარჩეს. თორემ მოხდება უარესი, ვიდრე ანა პოლიტკოვსკაიას და ბორის ნემცოვის მკვლელობების შემდეგ მოხდა. გაცილებით უარესი.

ჩემთვის ხშირად უკითხავთ, საჯაროდ თუ პირადად, როგორ შემიძლია, მხარი დავუჭირო ამ საშინელ ნავალნის, რომელიც ასეც და ისეც და, საერთოდ, ყველაფერს არასწორად აკეთებს.

მე ყოველთვის ერთნაირად ვპასუხობ: ალექსეი ნავალნი ყოველდღიურად რისკის ქვეშ აყენებს თავის ცხოვრებას თავისი რწმენის გამო. და ეს ის ცხოვრებაა, რომელშიც მას რაღაც აქვს დასაკარგი.

გამაგრდი, ალექსეი!”, - განაცხადა ბორის აკუნინმა.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნიმ თვითმფრინავში გონება დაკარგა, რის გამოც თვითმფრინავს ომსკში დაჯდომა მოუწია. ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ნავალნი სავარაუდოდ ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოიწამლა, რადგან მას მხოლოდ ჩაი ჰქონდა დალეული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics