|
2020-08-14 17:10:24, 1169 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს აშშ-ის ელჩი ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს აშშ-ის ელჩი - კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს (INL) დირექტორთან - რებეკა ჰანტთან და აშშ-ის საელჩოს სამართალდაცვით საკითხებში უფროს მრჩეველთან - მაიკლ ტერნერთან ერთად ეწვია. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მისმა პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ უმასპინძლეს. მინისტრმა კელი დეგნანს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და ლაბორატორიები დაათვალიერებინა. ელჩმა და მისმა თანმხლებმა პირებმა დაათვალიერეს: ბიოლოგიური ექსპერტიზის; ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის; ბალისტიკური ექსპერტიზის; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის; ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის და სხვა ლაბორატორიები. „ძალზე შთამბეჭდავია ამ ლაბორატორიების საქმიანობა. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, მინისტრ გომელაურთან ერთად დამეთვალიერებინა ისინი. ის ფაქტი, რომ ლაბორატორიებმა სულ ახლახან მოიპოვეს საერთაშორისო აკრედიტაცია დოკუმენტების, თითის ანაბეჭდებისა და სახის ამოცნობის ექსპერტიზის მიმართულებით, მიუთითებს დიდ სურვილსა და ძალისხმევაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. ვახტანგ გომელაურმა და კელი დეგნანმა საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით INL-ის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. მინისტრმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის. „ათი წელია ამერიკული მხარე გვეხმარება არამარტო ტექნიკურ აღჭურვაში, არამედ თანამშრომლების ტრენინგებშიც. აპარატურა, რომელიც მე და ქალბატონმა ელჩმა ერთად დავათვალიერეთ, არის უახლესი ტექნოლოგიების, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ექსპერტ-კრიმინალისტებისთვის. ეს შენობა რამდენიმე ხნის წინ გავხსენით, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის INL-ს, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკულ მხარეს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ INL-ის მხარდაჭერით ჩატარებულ 60-ზე მეტ ტრეინინგსა და კონფერენციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 400-მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა, როგორც აშშ-ში, ასევე, საქართველოში.
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)