11:22 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-09 12:19:29, 1380 ნახვა

საზოგადოება
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გამართულ სემინარზე, კარტოფილის თესლის სავალდებულო სერტიფიცირების საკითხები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ორგანიზებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გამართულ სემინარზე, კარტოფილის თესლის სავალდებულო სერტიფიცირების საკითხები განიხილეს.  სემინარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა გახსნა.

მონაწილეებმა, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, საქართველოში არსებული თესლის სერტიფიცირების სისტემაზე, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე, რეკომენდაციებსა და ახალ რეგულაციებზე   იმსჯელეს.

სემინარის მონაწილეებმა,  CIP-ის სადემონსტრაციო ნაკვეთზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის ფარგლებში გამოყვანილი კარტოფილის ჩითილები დარგეს. აღნიშნული პროგრამა საქართველოში კარტოფილის მოყვანის ინოვაციური 3G ტექნოლოგიის შემუშავებას გულისხმობს.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრისა (CIP) და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ სნოში კარტოფილის პირველი სამოდელო სამაცივრო საცავი „CoolBot” გახსნა და მუშაობის პრინციპებს გაეცნო. 

„ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სერტიფიცირების მიმართულებით, რაზეც აქტიურად მუშაობს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. პროექტის ფარგლებში, ხორციელდება კარტოფილის თესლის სავალდებულო სერტიფიციების სისტემის დანერგვა-შემუშავება.  პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველო უზრუნველყოფილი იქნება საკუთარი ხარისხიანი სათესლე მასალით. სოფლის მეურნეობაში თანამედროვე და ინოვაციური პროექტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია. დღევანდელი პროექტიც ერთდგვარი ინოვაცია, რომელიც გულისხმობს კარტოფილის სათესლე მასალიდან ნერგების გამოყვანას და ღია გრუნტში გადარგვას”, - განაცხადა  ხატია წილოსანმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ 2017 წლიდან ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული კატასტროფის გამო შიმშილობა გამოაცხადა
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებისთვის რუსეთში გაემგზავრა
მთავრობის ადმინისტრაცია ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე - სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი გამოიყო, შემდეგ კი ეს თანხა 722 645 ლარამდე დაკორექტირდა და 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics