|
2020-08-06 12:25:47, 2384 ნახვა
რეგიონი
სოფელ მუშევანამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპის დასრულებული სამუშაოები მოინახულა. საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ამ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეფერხებულა, შედეგად 1100 გრძივ მეტრ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 623 099 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურული პროექტის მე-3 ეტაპის განხორციელების შემდეგ, სოფლამდე მისასვლელი გზა სრულად მოწესრიგდება. აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, 6 448 796 ლარის ღირებულების 13 მსხვილი პროექტი ხორციელდება. „საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა. როგორც მოგეხსენებათ, სოფელი მუშევანი 67-დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. მოსახლეობის თხოვნა შევასრულეთ და სოფლამდე მისავლელ გზაზე ბეტონის საფარის დაგების პროექტის მეორე ეტაპი განვახორციელეთ. სოფლამდე გზის მოწყობის სამუშაოები კვლავაც გაგრძელდება და მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა სრულად მოუგვარდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)