23:51 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 23:08:47, 3949 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა ფარულავა - “ქართული ოცნება” არის დამნაშავე რეჟიმი, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნავენ

“ქართული ოცნება” არის დამნაშავე რეჟიმი,  როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნავენ“ , - ამის შესახებ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა, ნიკა ფარულავამ გამართულ აქციაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რურუას ციხეში დატოვებით მმართველმა გუნდმა უარი თქვა 8 მარტის შეთანხმებაზე, რომელიც საწინდარი იყო დემოკრატიული არჩევნების.

“ქართული ოცნება” არის დამნაშავე რეჟიმი, ვინაიდან მათ ჰყავთ პოლიტპატიმრები, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნავენ. გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებით ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა უთხრა ყველას, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას არ აპირებს და უთხრა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე დაშინების, ძალადობისა და პოლიტიკური რეპრესიების ფონზე ჩაივლის, 8 მარტის შეთანხმება კი ამის წინააღმდეგ იყო“, - განაცხადა ნიკა ფარულავამ.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „შეცვალემ“  „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა მმართველი გუნდის ოფისს მიმდინარე ტერიტორია სიმბოლურად ყვითელი ლენტი შემოსაზღვრეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics