|
2020-07-29 13:47:50, 20694 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში Covid19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა
დაავადეათა ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში კოვიდ19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა აბსოლუტურ უმრავლესობას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, 40%-ს - ფილტვის ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. „გარდაცვლილ პაციენტთა ნახევარზე მეტს ანამნეზში აღენიშნებოდა ჰოსპიტალიზაციის ისტორია სხვა დაავადებების გამო. ლეტალური შემთხვევების 93%-ში ძირითადი დაავადება გართულებული იყო პნევმონიით, მათ შორის 78%- ში განვითარდა მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი. სეპტიცემია აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 64%-ს. COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, აბსოლუტურ უმრავლესობას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, 40%-ს - ფილტვის ქრონიკული დაავადებები. გარდაცვლილ პაციენტთა 93.3% მკურნალობდა ინტენსიური მკურნალობის დეპარტამენტში“, - აღნიშნულია ანგარიშში. ცნობისთვის, ანგარიში 2020 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ19-ის სტატისტიკას ასახავს.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)