|
2020-07-28 12:56:40, 2704 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ის კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე გამოკითხულთა 76%-ია, ნატო-ში კი 69%
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის გამოკითხულთა 76% მომხრეა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ნატოში გაწევრიანებას კი გამოკითხულთა 69% უჭერს მხარს. ამასთანა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია გამოკითხულთა 8%-თვის, ხოლო ნატოში გაწევრიანება 11%-თვის. კითხვაზე, როგორ შეცვალა პანდემიამ ევროკავშირის მიმართ თქვენი დამოკიდებულება, გამოკითხული მოსახლეობის 61% ამბობს, რომ პანდემიას მათ დამოკიდებულებაზე საერთოდ არ მოუხდენია გავლენა, 19%-ის მოსაზრება დადებითისკენ შეიცვალა, ხოლო 9%-ის უარყოფითისკენ. ამასთანავე, კვლევის პერიოდში დაისვა შეკითხვა, საქართველო ერვოპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან ინტეგრაციით? NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით მეტ სარგებელს მიიღებს და მხოლოდ 11% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)