|
2020-07-16 11:18:03, 5013 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ეკონომიკაში გარკვეული პოზიტიური ნიშნები უკვე გამოჩნდა, ტურიზმის მიღმა აქტივობები აშკარად გაზრდილია
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში გარკვეული პოზიტიური ნიშნები უკვე გამოჩნდა და ტურიზმის მიღმა აქტივობები აშკარად გაზრდილია. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „პანდემიის, ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მოვახდიოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია შემდგომ სწრაფი აღდგენის მიზნით. რეალურად დღეს აშკარაა, რომ ჩვენ, მთავრობა და სამინისტროები ამ სტაბილიზაციისთვის უნდა მოვემზადოთ. გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში გამოჩნდა და ტურიზმის მიღმა აქტივობები არის აშკარად გაზრდილი. ისევე როგორც ფინანსურ სექტორშიც, მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიურია საგადასახადო შემოსავლების და მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი, რომ ქვეყანამ, მოქალაქეებთან ერთად მოახერხა და დღესაც ახერხებს ვირუსის ეფექტურ მართვას. “, - განაცხადა პრემიერმა.
პენტაგონი: ირანთან ომი აშშ-ს უკვე 45.1 მილიარდი დოლარი დაუჯდა
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)