04:21 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 12:12:45, 433 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი მეჭიაურზე: ყველა პოლიტიკოსს, ევროპული სტანდარტების მიხედვით, აქვს თმენის ვალდებულება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეპუტატ თამაზ მეჭიაურის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დასავლურ ევროპული სტანდარტების მიხედვით, ყველა პოლიტიკოსს თმენის ვალდებულება აქვს.

„ყველა პოლიტიკოსს, დეპუტატს, მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს დასავლურ ევროპული სტანდარტების მიხედვით, თმენის ვალდებულება აქვს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტში გუშინ, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა საქართველოს პრეზიდენტის მისამართით განცხადება გააკეთა. 

„რაში დავადანაშაულებ ბიძინა ივანიშვილს– რომ მან „ენჯეოშნიკი სოროსელი“, როცა მას ეჭირა საქსოვი ჩხირები, ის გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა. რომლითაც დღესდღეობით ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც“, – აღნიშნა მეჭიაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics