22:44 - 18 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-13 13:01:47, 3280 ნახვა

რეგიონი
ბათუმში 2 პირი დაჭრეს - სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია

ბათუმში, გუშინ ღამით ორი პირი დაჭრეს.

შემთხვევა ერთ-ერთ კლუბში მოხდა, რომელსაც წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაშავებულები კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული, ხოლო მეორეს კი გულ-მკერდის არეში.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

მათივე განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებს გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
კრემლმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიაში გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე
საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში 52 მილიონი დოლარით გაიზარდა
საქართველო და ნაურუ ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics