|
2020-07-09 13:01:16, 3305 ნახვა
პოლიტიკა
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე მოიწონეს
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის უმთავრესი მიზანი გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების სამართლებრივი რეგულირებაა. კანონპროექტის დამტკიცებით, შეიქმნება სამართლებრივი ბაზა, რომლის საფუძველზეც, გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში, ყველა საწარმოს და არა მხოლოდ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებს, ექნებათ ვალდებულება, განახორციელონ შესაბამისი შემცირება/აღმოფხვრის ღონისძიებები. ამ ღონისძიებების მაქსიმალურად მოკლე ვადაში გასატარებლად, კომპანიებმა/საწარმოებმა, საქმიანობის განხორციელებამდე, უნდა უზრუნველყონ მყარი ფინანსური რესურსის მობილიზება. დღეს მოქმედი კანონმდებლობა, მთლიანად აგებულია გარემოსთვის მიყენებული ზიანისათვის მონეტარულ პასუხისმგებლობაზე. გარემოსთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ გადახდილი თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში და მას არა აქვს განსაზღვრული მიზნობრიობა, მოხმარდეს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს დაზიანებული გარემოს აღდგენას. მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, ახალ კანონპროექტს შემოაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რაც გულისხმობს ზიანის ანაზღაურებას არა თანხობრივად, არამედ ითვალისწინებს ზიანის შემცირება/აღმოფხვრის ღონისძიებების გატარებას. პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი გარემოს, თავად არის ვალდებული გასწიოს ხარჯი და გამოასწოროს ზიანის შედეგები. კანონპროექტის მოქმედება და შემცირება/აღმოფხვრის ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება გავრცელდება გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევებზე, ხოლო უმნიშვნელო ზიანის შემთხვევაში, ოდენობის განსაზღვრა მოხდება „გარემოზე მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიემართება სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე. აღნიშნულ ანგარიშზე აკუმულირებული თანხები მოხმარდება დაზიანებული გარემოს აღდგენას. კანონპროექტს შემოაქვს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, რაც უფრო ეფექტიანს გახდის მსხვილი სამრეწველო საწარმოების კონტროლის პროცედურებს. ამავდროულად, კანონპროექტს თან ერთვის ცვლილებები სამართალდარღვევათა კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც მაღალი საჯარიმო სანქციები დაწესდება იმ საწარმოებისთვის, რომელიც ატმოსფერულ ჰაერს მავნე ნივთიერებებით დააბინძურებენ. კანონპროექტის მიღებით ჩამოყალიბდება ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც დაეფუძნება „დამაბინძურებელი იხდის პრინციპს“ და რომლის მიზანიც იქნება გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენცია და აღმოფხვრა/შერბილება და აღდგენა.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)