|
2020-07-08 18:48:37, 4687 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა - ორი ურთიერთმონათესავე პოლიტიკური პარტია ერთმანეთის საპირისპირო ლოგიკას ავითარებს და ვერ თანხმდება, რის გამო გვისაყვედუროს
"ევროპული საქართველო" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ეს ორი ურთიერთმონათესავე პოლიტიკური პარტია და მისი ორი წარმომადგენელი ერთმანეთის საპირისპირო ლოგიკას ავითარებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნისთვის საზღვრის უპირობო გახსნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი საყვედურს გამოთქვამს იმის გამო, რატომ არ გაუხსნა მთავრობამ საზღვრები უფრო მეტ ქვეყანას, მაგალითად თურქეთსა და პოლონეთს, თუმცა საკითხავია, რამდენად იცნობს ის თურქეთში არსებულ ვითარებას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე კი აცხადებს, რატომ გაუხსენით ამ ხუთ ქვეყანას საზღვარიო. "იქნებ ერთმანეთში ადებატოთ ეს ორი პარტია და იქნებ ერთ მესიჯზე ჩამოყალიბდნენ. მე აქედან ერთი აზრი გამომაქვს, რომ ვერ ხედავენ ზუსტად რის გამო უნდა გვისაუყვედურონ. რეალურად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გეგმაზომიერად და დროულად", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 30 ივნისს ევროკავშირმა გამოაქვეყნა 15 ქვეყნისგან შემდგარი უსაფრთხო ქვეყნების სია, რომელშიც საქართველოც შედიოდა, თითოეულმა ქვეყანამ თავისი კონკრეტული წესები შემოიღო - ვიღაცამ საერთოდ უარი თქვა ჩვენთვის საზღვრის გახსნაზე, ვიღაცამ განსაკუთრებული შეზღუდვები დაგვიწესა და ჩვენც ანალოგიურად უნდა წავიდეთ. „აქედან გამომდინარე, არ იყო გამართლებული ჩვენც ყველასთან გაგვეხსნა საზღვრები. ახლა ჩვენ ეს ხუთი ქვეყანა გმოვყავით, რომელთაც ჩვენც გაგვიხსნეს საზღვრები, სადაც ზომიერი ეპიდვითარებაა და სადაც პირდაპირი ფრენების პერსპექტივა გვაქვს. თუმცა, ჩვენ დამატებითი კონტროლის ბერკეტებს ვაწესებთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.
Yandex-ის გათიშვამ საქართველოც იმოქმედა
გასაკვირია, გავერკვევით - პაპუაშვილი რუსეთის მიერ ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვაზე
ახალი შეზღუდვა რუსეთისთვის - ევროკავშირის სანქციები 1600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო
10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე ახალი ბინის ნაცვლად - მთავრობა ალტერნატიულ პროგრამას აანონსებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)