|
2020-07-02 14:45:15, 3945 ნახვა
კომენტარი
თურნავა - როცა საერთაშორისო თანამეგობრობა გვილოცავს 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, კონგრესმენ მალინის განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილია
როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა გვილოცავს 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებას და იმ დემოკრატიულ რეფორმას, კონგრესმენის კონკრეტული განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილია, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გამოცემაში „The Hill" დაბეჭდილ აშშ - ის კონგრესმენის მარკუეინ მალინის განცხადებას. მისი თქმით, ხელისუფლებამ ძალიან ბევრი ოფიციალური სტრუქტურიდან დადებითი შეფასება მიიღო. „ჩვენ დადებითი შეფასება მივიღეთ ძალიან ბევრი ოფიციალური სტრუქტურიდან, მათ შორის, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისგან - მოგვილოცა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ, ასევე აშშ -ს ელჩმა საქართველოში ქალბატონმა დეგნანმა და ეს ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ობიექტური აღიარებაა იმ წარმატებისა და სწორად შესრულებული პირობისა, რაც ფასილიტატორი ელჩების თანადგომით იქნა მიღწეული“, - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება კონკრეტულად კონგრესმენ მალინის განცხადებას, ნათია თურნავას შეფასებით, ის ალბათ არის გარკვეული პოლიტიკური თუ ბიზნეს სიმპათიებითა და ინტერესებით ნაკარნახევი. მისი თქმით, „ჩამონათვალშია ისეთი კომპანიები, როგორცაა „ფრონტერა" და სხვა რამდენიმე სხვა არცთუ ისე ადეკვატური ქეისი". „ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვართ ამერიკული ინვესტიციების, ამერიკული კომპანიების, ისევე როგროც სხვა უცხოური ბიზნეს სტრუქტურების და ინვესტორების მთავარი ლობისტი ვართ, რასაც ის პოზიტიური დინამიკა ადასტურებს, რაც გვაქვს აშშ-დან პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში. ასევე ამას ადასტურებს ის პროგრამა, რომლის შესახებაც ჩვენ ვისაუბრეთ ქალბატონ დეგნანთან შეხვედრაზე - აშშ - ის მთავრობა გვეხმარება, რომ ჩვენი წიაღისეულის დეტალური შესწავლა მოხდეს ერთობლივად და ამ პროცესშია ჩართული ამერიკის გეოლოგიური კვლევის ორგანიზაცია, ამ ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურა“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრმა, ასევე მაგალითად მოიყვანა მსხვილი ევროპული ენერგეტიკული კომპანიის „OMV Petrom" - ის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიებისა და მოპოვების მოპოვების ტენდერში გამარჯვება. მისი თქმით, „OMV Petrom" - ი იმ დარგში დაიწყებს საქმიანობას, სადაც „ფრონტერაა“ წარმოდგენილი. „კვლავაც მინდა ვისარგებლო და კომპანია „ფრონტერას" მოვუწოდო დიალოგისკენ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ თუკი იქნება მზადყოფნა მათი მხრიდან, ძალიან დადებითად გადავწყვეტთ ყველა არსებულ პრობლემურ საკითხს, ასევე სხვა კომპანიებსაც შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტული ქეისი და ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ. ჩვენი კარი მათთვის ღიაა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)