|
2020-07-02 14:40:06, 4056 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი - შევეცდებით, სწორედ ისეთი ქვეყნები შეირჩეს, რომ თავიდან ავიცილოთ ეპიდაფეთქება
„შევეცდებით, სწორედ ის ქვეყნები, ან მიმოსვლის ის წესი შეირჩეს, რომ თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და ამავე დროს, ხელი შევუწყოთ", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ფრენებთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ემყარება კონკრეტულ ანალიზს და თავად ევროკავშირის ფარგლებში არსებულ მიდგომებს. „თავისთავად ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალში, რომელთანაც ევროკავშირმა უსაფრთხოდ ჩათვალა მიმოსვლა, მაგრამ თავად ევროკავშირის ქვეყნებს შორისაც არ არის ერთგვაროვანი მიდგომა საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენც ვაკეთებთ ყოველდღიურ ანალიზს და ამ ნაწილში ჩვენს სიფრთხილეს აქვს შემდეგი ლოგიკა და ახსნა. ჩვენ, დაახლოებით, 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით წელს. 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად, არის ზღვაში წვეთი ჩვენი ეკონომიკისთვის, მაშინ როდესაც ეპიდემიის თვალსაზრისით, რისკი საკმაოდ მაღალია. მათი ერთი პროცენტიც რომ ინფიცირებული იყოს, საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება, გამოიწვიოს. შემდეგ, რომც არ დავაწესოთ შეზღუდვები, გავრცელების პირობებში, ადამიანები თვითშეზღუდვით არიან დაკავებულები, ეკონომიკური აქტივობა ვარდება, ამიტომ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში, რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ პერიოდისთვის, ვფიქრობთ, ადეკვატურია. იმის მიხედვით, ზოგადი სიტუაცია როგორ განვითარდება მსოფლიოში, გაუმჯობესდება თუ გაუარესდება, აქაც შეიძლება, გაცილებით უფრო გახსნილი და ნაკლები სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ საკითხს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. ფინანსთა მინისტრი, ასევე, შეეხო საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროგრამას და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ამ პროცესში უზრუნველყოფილ იქნას რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა, მოქალაქეებისთვის ავიაბილეთების ფასებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)