|
2015-01-05 11:03:49, 4953 ნახვა
საზოგადოება
ახალი წლის დღეებში დამწვრობის ცენტრს 60-მდე პაციენტმა მიმართა
ახალი წლის დღეებში, თბილისის დამწვრობის ცენტრს, პიროტექნიკისგან მიღებული დამწვრობების გამო, სულ 60-მა პაციენტმა მიმართა, მათ შორის ერთი, 23 წლის მამაკაცი, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისივე თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი მამაკაცი საახალწლო ასაფეთქებელს თავად ამზადებდა, რა დროსაც, ხელში აუფეთქდა. „ახალი წლის პერიოდში სულ 60-მა პაციენტმა მოგვმართა და აქედან დიდი უმრავლესობა ამბოლატორიული პაციენტი იყო. ამ 60 ადამიანიდან, ნახევარი ბავშვი იყო, ნახევარი კი- მოზრდილი. აქედან ყველაზე მძიმე პაციენტი ამ წუთებშიც რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. ის 23 წლისაა და მან საახალწლოდ გადაწყვიტა, საკუთარი შემოქმედებით სხვადასხვა ნივთიერებით ასაფეთქებელი შეექმნა, რომელიც კრახით დასრულდა და ხელში აუფეთქდა. ყველაზე პატარა პაციენტი 2 წლის, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 84 წლის იყო. აღნიშნულ 2 წლის ბავშვს მისმა დედმამიშვილმა შემთხვევით საახალწლო ასაფეთქებელი მოარტყა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და ის უკვე სახლშია გაწერილი“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ გუგა ქაშიბაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)