23:13 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 19:15:15, 1780 ნახვა

კომენტარი
ლომჯარია - პოლიციის კონტროლქვეშ მყოფი მოქალაქეები არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის საკმარისი გარანტიებით არ არიან უზრუნველყოფილნი

„2019 წელს, არ შესრულებულა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემასთან დაკავშირებით გაცემული სისტემური რეკომენდაციები“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, კერძოდ, პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფი მოქალაქეები კვლავ არ არიან უზრუნველყოფილნი არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის საკმარისი გარანტიებით.

„სამწუხაროდ, 2019 წელს, არ შესრულებულა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემასთან დაკავშირებით გაცემული სისტემური რეკომენდაციები. კერძოდ, პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფი მოქალაქეები კვლავ არ არიან უზრუნველყოფილნი არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის საკმარისი გარანტიებით.

პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში სათვალთვალო კამერები კვლავ არ არის დამონტაჟებული იმ ადგილებში, სადაც დაკავებულს, მოწმეს და გასაუბრებაზე ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევთ ყოფნა.

ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები არ არიან უზრუნველყოფილნი გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობის სამხრე კამერებით; ნორმატიულად ისევ არ არის გაწერილი პატრულ-ინსპექტორების მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება; არც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულა ცვლილებები, რომელთა თანახმად, მოსამართლე, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, რეაგირებისათვის შესაბამის გამოძიების ორგანოს მიმართავს; შეუსრულებელია რეკომენდაცია დაკავებულ პირთა გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეოჩანაწერის წარმოების თაობაზე და სხვა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics