|
2020-06-25 14:54:03, 1885 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - გახარიამ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორჯერ ნოკაუტში ჩააგდო
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშით წარდგენის საკითხს და აღნიშნა, რომ გახარიამ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორჯერ ნოკაუტში ჩააგდო და ხვალაც იგივე გამეორდეა. მისი თქმით, მარტო ორატორობა საკმარისი არაა, მართალი უნდა იყო როდესაც გინდა, რომ პოლიტიკური დებატები მოიგო. „ისევე ამომწურავი პასუხები ექნება როგორც წინა ორ შემთხვევაში. თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორჯერ მან ნოკაუტში ჩააგდო. გუშინ „ფეისბუქზე“ დადეს ვარჯიშის ფოტოები, რომ შეეშინებინათ ყველა და არც ეს ვარჯიში გაჭრის. რადგან მარტო ორატორობა საკმარისი არაა, მართალი უნდა იყო როდესაც გინდა, რომ პოლიტიკური დებატები მოიგო, ამ შემთხვევაში გახარიასა და „ქართული ოცნების“ მხარესაა სიმართლე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ ხვალ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)