18:17 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 11:02:27, 6192 ნახვა

მსოფლიო
სამხრეთ კორეაში რუსული გემის 16 მეზღვაურს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამხრეთ კორეაში რუსული გემის 16 მეზღვაურს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქალაქ ბუსანის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ცნობით, გემი, რომელიც ქალაქ ვლადივასტოკიდან გაემგზავრა, კვირას, 21 ივნისს  ბუსანში ჩავიდა.

ბორტზე სულ 21 მეზღვაური იმყოფებოდა, რომელთაგან 16-მა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.

ბუსანის მთავრობის ინფორმაციით, დაახლოებით 60 ადამიანი, რომლებსაც მეზღვაურებთან  მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ, კარანტინში გადაიყვანეს. მათ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

მათ შორის არიან პორტში მომუშავე სამხრეთ კორეელები, რომლებმაც გემი ტვირთისგან დაცალეს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics