|
2020-06-22 12:28:07, 1980 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - გავრილოვის განცხადებები ცხადყოფს, რომ ის ძალიან კარგი პარტნიორია ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გავრილოვის განცხადებები ცხადყოფს, რომ ის ძალიან კარგი პარტნიორია საქართველოს რადიკალური ოპოზიციისთვის. კობახიძე აღნიშნავს, რომ გავრილოვი ცდილობს „სატოპკეები“ აუწიოს ოპოზიციას, თუმცა, ამას ვერ ახერხებს, რადგან საზოგადოებამ ყველაფერი დაინახა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში და ვინ აკეთებს დასავლეთის საქმეს. „გავრილოვი პერიოდულად აკეთებს ხოლმე მსგავს განცხადებებს, რაც ცხადყოფს, რომ ის ძალიან კარგი პარტნიორია ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის. გავრილოვი ცდილობს „სატოპკეები“ აუწიოს ოპოზიციას, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, რადგან საზოგადოებამ ყველაფერი დაინახა, განსაკუთრებით ამ ერთი წლის განმავლობაში და საზოგადოება კარგად არჩევს იმას, თუ ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში და ვინ აკეთებს დასავლეთის საქმეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში ვრცელდება გავრილოვის განცხადება, სადაც კომუნისტი დეპუტატი 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მოიხსენიებს. დუმის დეპუტატი საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზეის ინიციატივით გამოდის.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)