|
2020-06-20 13:37:10, 1903 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე „გავრილოვის ღამეზე“ - ივანიშვილ-გახარიას მთავრობა, ოკუპანტის შიშით, თავს დაესხა საქართველოს მოქალაქეების სპონტანურ მიტინგს
„ივანიშვილ-გახარიას მთავრობა, ოკუპანტის შიშით, 20-21 ივნისს თავს დაესხა საქართველოს მოქალაქეების სპონტანურ მიტინგს და დაამცირა ჩვენი სახელმწიფო“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მომავალი არჩევნები უნდა გახდეს 20 ივნისის ტრაგედიისმსგავსის არ განმეორების გარანტია. „ზუსტად 1 წლის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ სასტიკად, საქართველოს კანონისდარღვევით, დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია. 2019 წლოს 20 ივნისს, საქართველოს მთავრობამ უშუალო მითითება გასცა თავისუფლებისმოყვარე, დამოუკიდებელი, ევროპულ ოჯახში დაბრუნების მოსურნე ახალგაზრდების სასტიკადდასჯის შესახებ. ივანიშვილ-გახარიას მთავრობა, ოკუპანტის შიშით, თავს დაესხა საქართველოს მოქალაქეების სპონტანურ მიტინგს და დაამცირა ჩვენი სახელმწიფო. "ქართული ოცნების" ლიდერებმა, რომლებიც ოკუპანტი სახელმწიფოს ხელმძღვანელებისა და ჟურნალისტის მკვლელობის შემკვეთი მათივე ტერორისტის მიმართ მცირე კრიტიკასაც ვერ ბედავს, სადამსჯელო ღონისძიება თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ჩაუტარა. ეს პროგრესული თაობა იბრძოდა რუსთაველზე მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელიასაქართველოს სუვერენიტეტისთბის. მომავალი არჩევნები უნდა გახდეს 20 ივნისის ტრაგედიისმსგავსის არ განმეორების გარანტია“, - განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)