|
2020-06-19 15:30:12, 2106 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე - წინანდელისგან განსხვავებით, მაჟორიტარებისგან სიურპრიზს აღარ უნდა ელოდოთ
,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით , საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საზოგადოება მაჟორიტარებისგან სიურპრიზს აღარ უნდა ელოდოს. დეპუტატის განმარტებით, მაჟორიტარების მოთხოვნათა დიდი ნაწილი შესრულებულია. ,,არა, წინანდელი მაჟორიტარებისაგან განსხვავებით, ამჯერად სიურპრიზს არ უნდა ელოდოთ, იმის გამო, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. ერთი ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით მაჟორიტარული მდგენელი იქნება შენარჩუნებული. არა იმ რაოდენობით, რაც ვითხოვეთ, მაგრამ შენარჩუნებული იქნება. ასევე, მეორე ჩვენი მოთხოვნა, რომ შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება არა პროპორციული, არამედი იმ სისტემით, რა სისტემაც აქამდე იყო. მაქვს იმედი, რომ კენჭისყრაზე საკმარისი ხმები იქნება. რაც შეეხება ოპოზიციას, მე არამგონია, რომ მათ შეძლონ იმ წარსული საქმიანობის საზოგადოებისთვის გადამალვა, რაც სამწუხაროდ, ძალიან კარგად ახსოვს ჩვენს საზოგადოებას. ნუ თვლიან, რომ საზოგადოებას აქვს ბრმა ამნეზია, მათ ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვთ. სწორედ ამ ცნობადობით იქნება შეფასება და ისინი აუცილებლად დამარცხდებიან, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)