|
2020-06-19 13:36:04, 1734 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - ოპოზიციაში ყველა აცნობიერებს, რომ ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოსაშორებლად, აუცილებელია ერთიანი პოზიცია
ვფიქრობ, ოპოზიციაში ყველა აცნობიერებს, რომ ოლიგარქიული და პლუტოკრატიული რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ერთიანი პოზიციის დაცვა აუცილებელია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მაჟორიტარულ კანდიდატებს დაასახელებს მაშინ, როცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებში საბოლოო შეთანხმება შედგება. „დაველოდოთ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს. როგორც იცით, ექვს ადგილზე თბილისში უნდა შეთანხმდეს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. შესაბამსიად, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ კანდიდატებს დაასახელებს მაშინ, როდესაც შედგება საბოლოო შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ დიახ, ხვალ მაჟორიტარების კანდიდატები თბილისში შეძლებენ, რომ წარსდგნენ საზოგადოების წინაშე ოპოზიციის მხრიდან“,- განაცხადა სამადაშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)