|
2020-06-19 12:57:45, 1940 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულვა - ივანიშვილმა გამოივაჭრა მაჟორიტარები, რათა კვლავ შეძლოს ადგილების მიტაცება და გაიმყაროს ძალაუფლება
ივანიშვილმა გამოივაჭრა მაჟორიტარები, რათა კვლავ შეძლოს ადგილების მიტაცება და გაიმყაროს ძალაუფლება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია უცვლელია. სანამ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება და ამ შემთხვევაში, გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. „ჩვენ ვხედავთ, რომ მაჟორიტარული სისტემა არის უკვე ანაქრონიზმი და პრინციპში, ძველი თუ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, დროებითი მოვლენაა. ივანიშვილმა გამოივაჭრა 30 მაჟორიტარი იმისთვის, რომ კვლავ შეძლოს ადგილების მიტაცება და გაიმყაროს თავისი ძალაუფლება. სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ და არ უნდა დაიკარგოს ხმები. გადამგდები და მატყუარა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” პირობებში ყველაფერია მოსალოდნელი. ჩვენმა საზოგადოებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ იხილა ივანიშვილის სიტყვის ფასი. ამიტომ, ყველაფერია მოსალოდნელი. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია უცვლელია. სანამ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება და ამ შემთხვევაში, გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ჩვენ საკონსტიტუცო განხილვებსა და და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. კიდევ იმედს ვიტოვებთ, რომ გონს მოეგება „ქართული ოცნება“ და თუ ეს არ მოხდება, ჩვენი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)