|
2020-06-19 11:36:38, 1660 ნახვა
კომენტარი
მქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია - გიორგი გაბუნია სასამართლოში მივიდა
„მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი ლიკვიდაცია, თუმცა დეტალები მისთვის არ იყო ცნობილი. როგორც გიორგი გაბუნიამ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მის მიმართ თვალთვალი დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. „მე პირდაპირ გეტყვით, რომ ბევრი არ მაქვს სათქმელი, მქონა ინორმაცია, რომ ლიკვიდაცია შესაძლოა დღის წესრიგში ყოფიიყო, რაც მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის, მაგრამ მქონდა ზოგადი ინფორმაცია, დეტალები ჩემთვის არ უთქვამთ, შესაბამისად ვერც გამოძიებასთან ვისაუბრებ, რადგან არ ვიცი. ვიცი, რომ მითვალთვალებდნენ, რაც ჩემმა დაცვამ შეამჩნია. ამასთანავე, მე მქონდა ინფორმაცია, რომელიც გამოვიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, მათ იცოდნენ ამის შესახებ და გამაფრთხილეს კიდეც, რომ ამის შესახებ არავისთან არ უნდა მელაპარაკა. დაახლოებიტ რომ ვთქვა, 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა თვალთვალი“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)