|
2015-08-27 17:01:16, 537 ნახვა
პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე: თანამშრომლობის ამგვარ ჭრილში გაგრძელება, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას ხელს შეუწყობს
ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ამწუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ელოდებიან. გიორგი მარგველაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით, ცოტა ხანში დაიწყება. მანამდე კი, პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებთან ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნის ცენტრის გახსნა შეაფასა. ფხალაძის თქმით, ცენტრის გახსნა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და ნატო-სთან თანამშრომლობის ამგვარ ჭრილში გაგრძელება, ჩვენი ქვეყნის ალიანში ინტეგრაციას ხელს შეუწყობს. „ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია.განსახილველი საკითხები უაღრესად ფართოა.დაწყებული უსაფრთხოების საკითხებიდან, დამთავრებული იმ დემოკრატიული რეფორმებითა და საშინაო დავალებით, რომელიც უნდა შეასრულოს ქვეყანამ. ცხადია, ეს არის აზრთა გაზიარება, ასევე მომავალ ვარშავის სამიტისთვის. ყველაზე მთავარი უკვე მოხდა. ეს იყო იმ ცენტრის გახსნა, რომელიც სულ რამოდენიმე წუთის წინ გახსნა გენერალურმა მდივანმა, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა და ეს არის ის კონკრეტული შედეგი, რომელიც ჩვენ წამოვიღეთ უელსის სამიტიდან და დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობის ამგვარ ჭრილში გაგრძელება ხელს შეუწყობს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას“,-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. ამასთან, ფხალაძე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომ შესაძლებელია მაპის გარეშეც მოხდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ასე გამოეხმაურა: „ყველაზე მთავარი არის შინაარსი ჩვენი თანამშრომლობის და არა გარეგნული ფორმა. უელსის სამიტზე გაჟღერდა მთავარი გზავნილი- ეს იყო მეტი ნატო საქართველოში და საქართველო უფრო მეტად ნატოში. ანუ აქცენტის გადატანა შინაარსზე, ჩართულობაზე და თუ ჩვენ მივაღწიეთ შინაარსობრივად ჩართულობას, გარეგნული ფორმა დამერწმუნეთ, რომ მოინახება“,-აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)