|
2020-06-18 14:51:50, 1674 ნახვა
კომენტარი
გახარია გავრილოვის ღამეზე - ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით - ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია
20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება, ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, თუ არ ისროდნენ - ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, მთავარია ის, რომ საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. „სამწუხაროდ, უკვე 8 თვე გავიდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ ვარ და რაღაცები მეხსიერებაში ხომ იცით, იშლება. 20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება, ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, თუ არ ისროდნენ - ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ჩემთვის პირადად მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი წელი გავა თუ ბევრი წელი გავა ამის შემდგომ, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შსს-მ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა და მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)