00:36 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 14:16:29, 1430 ნახვა

რეგიონი
გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი ქალაქ ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროეტების მონახულებას აქტიურად აგრძელებს.

ამჯერად გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი მერაბ კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. ქუჩაზე სადაც ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგება, ღობეებსა და ჭიშკრებს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 579, 000 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრისას მოქალაქეებმა დეპუტატსა და მერს მერაბ კოსტავას მიმდებარე ქუჩებზე გზების მოწესრიგებაც სთხოვეს. გოგი მეშველიანისა და დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა წელსვე მოეწყობა.

დეპუტატამა და მერმა ქალაქ ბოლნისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც მოინახულეს. პროექტის ფარგლებში ეზოში ავტოფარეხისა და შემნახველი სათავსოების მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 160 000 ლარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
კრემლმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიაში გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე
საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში 52 მილიონი დოლარით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics