23:51 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 11:47:32, 1360 ნახვა

კომენტარი
ნიკოლ ფაშინიანი - კოვიდ19-ის 665 ახალი შეთმხვევა ფიქსირდება - იძულების ენაზე უნდა გადავიდეთ, რომ მოქალაქეებმა საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნონ?

სომხეთში, ბოლო 24 საათში, კოვიდ19-ით ინფიცირების 665 ახალი შემთხვევა გამოვლინდა- ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მოსახლეობა მასობრივად არ ატარებს ნიღბებს. რას ვაკეთებთ არასწორად, რომ ჩვენი ძვირფასი მოქალაქეები განაგრძობენ საკუთარი ჯანმრთელობის უგულვებელყოფას? განა ჩვენი მთავრობა, რომელიც მოქალაქეებთან დიალოგის გზით შეიქმნა, იძულების ენაზე უნდა გადავიდეს, რომ აიძულოს მოქალაქეები, საბოლოოდ უკეთესად იზრუნონ საკუთარ ძვირფას ჯანმრთელობაზე?“ – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა.

ცნობისათვის, გუშინდელი მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 18 033 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 302-ს შეადგენდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics