|
2020-06-17 12:13:25, 1341 ნახვა
კომენტარი
კობახიძე გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე - ეს დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მცდელობაა, მაგრამ ხელისუფლება მსგავს სცენარებს თავიდან აირიდებს
ესაა კიდევ ერთი მცდელობა დესტაბილიზაციის, მაგრამ ხელეისუფლება აქ იმისთვისაა, რომ ასეთი სცენარები თავიდან აირიდო, - ასე გამოეხმაურა უმრავკესობის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისთ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციას. მისი თქმით, ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ხელისუფლების დროული რეაგირება. „ერთი, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი და აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ხელისუფლების დროული რეაგირება. ჩვენ ვიცით, რომ მოვლენების ასეთ შესაძლო განვითარებას, შეიძება ბევრად უარესი შედეგი მოყოლოდა. ესაა კიდევ ერთი მცდელობა დესტაბილიზაციის, მაგრამ ხელეისუფლება აქ იმისთვისაა, რომ ასეთი სცენარები თავიდან აირიდოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით სუს-მა ფაქტი დაადასტურა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)