|
2020-06-14 18:29:44, 3687 ნახვა
მსოფლიო
პოლიციამ ატლანტაში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დაკავებულია 36 დემონსტრანტი
აშშ-ში, ატლანტაში საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელის მიერ ნასროლ ტყვიას, აფროამერიკელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც CNN-ი იუწყება, პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა 27 წლის რეიშარდ ბრუკსს ცეცხლსასროლი იარაღით პარასკევს, ღამით ქალაქში, Wendy's-ის რესტორნის პარკინგზე ესროლა. მისი გარდაცვალებიდან 24 საათიც არ გასულა, რაც ატლანტას პოლიციის უფროსმა, ერიკა შილდმა განაცხადა, რომ ის თანამდებობიდან გადადგა. პოლიციის ცნობით, მათ მიიღეს შეტყობინება მძღოლის შესახებ, რომელსაც საკუთარ მანქანაში ჩაეძინა და გასასვლელს ბლოკავდა. პოლიციის მტკიცებით, ეს იყო რეიშარდ ბრუკსი, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და პოლიციას დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია. გამვლელების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ბრუქსს დაპირისპირება აქვს ორ პოლიციელთან, შემდეგ კი ერთ-ერთს ელექტროშოკურ პისტოლეტს ართმევს და გარბის. გარდა ამისა, ვიდეოში ისმის გასროლის ხმაც. დაჭრილი ბრუქსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბრუკსის მკვლელობის შემდეგ ატლანტაში, მომიტინგეებმა კვლავ შეკრება დაიწყეს. დაძაბულობა შაბათს ღამით გამწვავდა, როდესაც Wendy's-ის მიმდებარედ, სადაც სროლა მოხდა, უამრავი ხალხი შეიკრიბა. ზოგიერთმა მათგანმა მაღაზიის მინებიც კი ჩაამსხვრია. გვიან ღამით, სწრაფი კვების ობიექტი ცეცხლმოკიდებული იყო. მეხანძრეებს კი საათზე მეტი სჭირდებოდათ შენობამდე მისადგომად, რადგან ის მომიტინგეების მიერ იყო გარშემორტყმული. პროტესტის დროს პოლიციამ სულ მცირე 36 ადამიანი დააკავა. მათ ასევე მოუწიათ ცრემლსადენი გაზის გამოყენება. პოლიციის ოფიცერი, რომელიც ბრუკსის დაკავებაში მონაწილეობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, მეორე კი ადმინისტრაციულ სამსახურში გადაიყვანეს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)