|
2015-08-26 17:53:22, 584 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოს რეგიონში „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში დევნილთა სამინისტრომ 179 სახლი შეიძინა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და ფოთის მერი ირაკლი კაკულია ფოთში იმ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ, რომლებმაც გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, კრიტერიუმების შესაბამისად 2014 წლის 9 აგვისტოს ახლადაშენებულ კორპუსებში ბინა მიიღეს. როგოგრც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული ბინების აზომვითი ნახაზების შედგენა, რის საფუძველზეც ხდება ფართების საჯარო რეესტრში დარეგსტრირება და დევნილებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. უწყების ინფორმაციით, მთლიანად სამეგრელოს რეგიონში, 1300 დევნილ ოჯახს დაუკანონდა მართლზომიერმფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი და ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა, ფოთის მერთან ერთად ის დევნილი ოჯახებიც მოინახულა, რომელსაც „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ საკუთარი სახლი საკარმიდამო ნაკვეთით შეუძინა. თემურ ავიჯბას სამსულიანი ოჯახი ოჩამჩირიდან დევნილია და 21 წლის განმავლობაში ქირით ცხოვრობდა. თემურ ავიჯბა 1992-1993წწ. სპეციალური დანიშნულების რაზმში იბრძოდა და არაერთგზის იყო დაჭრილი. სამინისტრომ მას განაცხადის და კრიტერიუმების შესაბამისად ფოთში საკუთარი სახლი შეუძინა. ანგელა ემხვარის სამსულიანი ოჯახიც აფხაზეთიდან დევნილია, მას კრიტერიუმების შესაბამისად ფოთის ახლადაშენებულ კორპუსებში ბინის მისაღებად ქულები დააკლდა, რის შემდეგაც მან განაცხადი გადაიტანა „სოფლად სახლის“ პროექტში, სახლის შესასყიდად. თავად მოძებნა საცხოვრებელი სახლი და კრიტერიუმების შესაბამისად ეს ოჯახიც 2 თვეში დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. სამეგრელოს რეგიონში დღევანდელი მონაცემებით „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში 179, აქედან ფოთში კი 30-მდე სახლია შეძენილი. პროექტი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)