15:35 - 17 Sep, 2026
|
2015-08-26 16:11:05, 734 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლიშში საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. როგოგრც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სოფელ გრიგოლიშში საკანკიოს უბანში რკინა ბეტონის მაღალი გამავლობის ხიდი შენდება. აღნიშნულ უბანში ხიდი არასდროს ყოფილა და ადგილობრივებს დანიშნულების ადგილამდე შემოვლითი გზებით უხდებოდათ მისვლა. მათივე ინფორმაციით, ხიდის მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და პროექტი უახლოეს ერთ კვირაში დასრულდება. ხიდის ოთხივე მხარეს ნაპირ სამაგრი სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ღირებულება შეადგენს 40 000 ლარს და ახალი ხიდით სოფლის 200 მაცხოვრებელი ისარგებლებს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)